2018 წლის 22 ნოემბერს ბრიუსელში ევროპის სოციალური და ეკონომიკური კომიტეტის შტაბ-ბინაში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (CSP) მეოთხე შეხვედრა გაიმართა.
მეოთხე შეხვედრაზე CSP-ს წევრებმა იმსჯელეს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პრობლემებზე, მოისმინეს და დაამტკიცეს ანგარიშები საქართვეოში ენერგო-ეფექტიანობისა და კლიმატის ცვლილებების სფეროში არსებული პოლიტიკის შესახებ.
შეხვედრა გახსნეს CSP–ს თანთავმჯდომარებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევევბის ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და უნგრეთის მომხმარებელთა კოოპერატივებისა და სავაჭრო ასოციაციების ეროვნული ფედერაციის (ÁFEOSZ-COOP) პრეზიდენტის მრჩეველმა იშტვან კომოროჟსკიმ.
შეხვედრის ბოლოს მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია.
ანგარიშებისა და დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.