2016 / 06 / 16
2016 წლის 16 ივნისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის პირველი შეხვედრა გაიმართა.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412-ე მუხლი ითვალისწინებს საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პალტფრომის დაფუძნებას, რომელმაც უნდა მოახდინოს შეთანხმების განხორციელბის მონიტორინგი და შეიმუშაოს რეკომენდაციები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოსა და სხვა რელევანტული ინსტიტუტებისთვის, საქართველოს და ევროკავშირის მთავრობებსა და პარლამენტებისთვის.

პლატფორმის პირველი შეხვედრა გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა და პლატფრომის თანათავმჯდომარემ კახა გოგოლაშვილმა და ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, ასევე აღნიშული პლატფრომის თანათავმჯდომარემ, ანდრეი ადამჩიკმა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან შეფასებები გააკეთეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოს ჰერმანმა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

შეხევდერაზე დამსწრე ევროკავშირისა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა აქტიური დისკუსიის რეჟიმში გააცნეს საზოგადოებას თავიანთი მოსაზრებები ასოციერების შეთანხმების განხორცილებასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე დამტკიცდა პლატფორმის სამუშაო განაწესი და მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება.

საქართველო-ევროკავშირის პლატფრომის შემდეგი სხდომა გაიმართება ბრიუსელში, მიმდინარე წლის დეკემბერში.

1st Meeting of the EU-Georgia Civil Society Platform, 16 June 2016