პროექტის „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში“ მიზანს წარმოადგენდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლექციების ციკლის გამართვა საქართველოს შესაბამისი სამთავრობო უწყებებდან წარმოდგენილი ოფიციალური პირების მიერ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის რეგიონულ ოფისსა და ქვემო ქართლში და მარნეულის ახალგაზრდულ ცენტრში. პროექტის მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.
ლექციების საშუალებით საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა მათთვის გასაგები ენითა და ფორმით მიიღეს სწორი ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმ მიზნით, რომ შეცვლილიყო დასავლეთთან დაკავშირებით მოსახლეობაში დამკვიდრებული მცდარი სტერეოტიპები და კარგად დაიენახათ ნ იმ ეკონომიკური და სოციალური შედეგების სიკეთე, რასაც მოიტანს დასავლეთთან ინტეგრაცია. ამასთან, პროექტი წარმოადგენდა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ საქართველოს სახელმწიფოს სწრაფვის კიდევ ერთ დადასტურებას.
პროექტი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ საქართველოში რუმინეთის საელჩოსა და ნატოს საკონტაქტო საელჩოს მხარდაჭერით.