2024 წლის 18 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოში აშშ-ს ელჩის – რობინ დანიგანის შეხვედრა ახალგაზრდებთან. სტუდენტებთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ რონდელის ფონდის პროექტის მონაწილე სკოლის მოსწავლეები სოფელ მოხედან, ზარზმიდან და დაბა ადიგენიდან.
რონდელის ფონდის პროექტი „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ 2021 წლის ოქტომბრიდან საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია მაღალმთიანი აჭარისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერება და არაფორმალური განათლებისა და აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდა.