2010 / 02 / 23

2010 წლის 23 თებერვალს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძისა და დამოუკიდებელ ექსპერტთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მსვლელობისას, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული საკითხები გააცნო. მონაწილეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და რეგიონალური პოლიტიკა.

23 February