პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, კერძოდ, მაღალმთიან აჭარაში, ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში, ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის ზრდის მხარდაჭერას რეგიონებს შორის სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის შემცირების გზით.
უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საქართველოში ეკონომიკური განვითარება არათანაბრად მიმდინარეობდა. ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი არის ტურიზმი, თუმცა ტურისტები, როგორც წესი, მხოლოდ მთავარ, პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს ირჩევენ და პროექტის სამიზნე რეგიონები ძირითადად ამ მარშრუტის მიღმა რჩებიან, რაც უარყოფითად აისახება კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე.
პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან აჭარაში, ჯავახეთსა და პანკისის ხეობაში ტურისტული პოტენციალის გაღრმავებას რეგიონისთვის დამახასიათებელი თუ რეგიონთაშორისი ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების განვითარებისა და ადგილობრივი მეწარმეების უნარებისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით.
პროექტის პარტნიორები არიან Jaan Tõnisson Institute და Go Group. პროექტი ხორციელდება ესტონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.