რონდელის ფონდის ამ პროექტის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა, სადაც განიხილება საქართველოს პოლიტიკური განვითარება და ამ გზით ხელი შეეწყობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

სასულიერო პირებთან დიალოგის ხელშეწყობის მიზნით ორი წლის განმავლობაში რეგიონულ ეპარქიებში დაგეგმილია დისკუსიებისა და სემინარების გამართვა, 350-მდე რეგიონულ წარმომადგენელთან და საპატრიარქოს თბილისის წარმომადგენლებთან. პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება ღონისძიებები სასულიერო აკადემიის/სემინარიის სტუდენტებისათვის. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეები, საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები და ექსპერტები. მრგვალი მაგიდის ფორმატი წარმოადგენს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქმოქალაქო საზოგადოების დამაკავშირებელ პლატფორმას ჯანსაღი საჯარო დებატების წარმოების პროცესის ხელშესაწყობად.

ორწლიანი პროექტი ხორციელდება  “National Endowment for Democracy (NED)“-ის მხარდაჭერით.