სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა სამინისტროს თანამშრომელთა თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას თავდაცვის ანალიზის სფეროში. სასწავლო კურსი შედგებოდა შემდეგ დისციპლინებისგან: საერთაშორისო ურთიერთობების თანამედროვე პრობლემები, საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციული უზრუნველყოფა, შავი ზღვა-კასპიის რეგიონის თანამედროვე გეოპოლიტიკური პრობლემები და პოლიტიკის ანალიზი. პროექტი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.