„სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. რონდელის ფონდი გთავაზობთ ანალიზს, თუ როგორ მომზადდა საზოგადოებაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ნიადაგი, როგორ შეხვდა მას ქართველი საზოგადოება და შეიცვალა თუ არა ამ მოვლენათა შეფასება დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში. ასევე განვიხილავთ თანამედროვე ქართული პოლიტიკის მახასიათებლებს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთმიმართების დინამიკას. მიმდინარე პროცესები გაანალიზებული იქნება 1918-1921 წლების დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შედარების ჭრილშიც“.
მოდერატორი: გიორგი ბადრიძე, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებლები:
ოთარ ჯანელიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი – „გარდამავალი პერიოდის არსი და თავისებურებანი საქართველოში (1990 წ. 14 ნოემბერი – 1991 წ. 9 აპრილი)”.
დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – „9 აპრილი – დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება და ქართველი საზოგადოება“.
სტივენ ჯონსი – ამერიკელი ისტორიკოსი, მასაჩუსეტსის შტატის „მაუნტ ჰოლიოკის“ კოლეჯის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი – „ციკლური პოლიტიკა: ქართული პოლიტიკის განმეორებადი მახასიათებლები“.