2021 წლის 16 დეკემბერს რონდელის ფონდისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის (FES) სამხრეთ კავკასიის ოფისის ორგანიზებით გაიმართა საქართველოსა და რუსეთში ჩატარებული ორი პარალელური კვლევის შედეგების პრეზენტაცია. საქართველოში კვლევა ჩაატარა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC). კვლევის მიზანი იყო საქართველოსა და რუსეთის ფედერაციაში ერთმანეთის შესახებ მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებისა და აღქმის გამოკვლევა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ რონდელის ფონდის პრეზიდენტი, ეკატერინე მეტრეველი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი ფელიქს ჰეთი, რონდელის ფონდის მკვლევარი გიორგი ბილანიშვილი, ასევე CRRC-ის წარმომადგენელი ნინო ზურაბაშვილი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ აკადემიური წრის, დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რონდელის ფონდის კურსდამთავრებულები.
Discussion on the parallel research, December 2021