21 ივნისს ქ. ბათუმში ჩატარდა სასწავლო პროგრამის “ახალგაზრდები ცვლილებისთვის” დახურვის ღონისძიება. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელი ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ლექციები და პრაქტიკული სემინარები საშინაო და საგარეო პოლიტიკისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივმა, ასევე მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ კი, ხულოსა და ღორჯომში, მცხოვრებმა აქტიურმა ახალგაზრდებმა.

სასწავლო პროგრამა ხელს უწყობს მონაწილეებს სადავო საკითხებზე კონსტრუქციული დიალოგის წარმართვასა და პოლიტიკური დისკურსის ამაღლებაში. ახალგაზრდების ჩართულობა მსგავს საგანმანათლებლო პროექტებში აძლიერებს მათ ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს და მათ პოლიტიკური პროცესების ნაწილად აქცევს. პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ შეხვედრები ისეთ თემებზე როგორებიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, ადვოკატირება, მასმედია და კომუნიკაცია, ეთნიკური და გენდერული პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ეროვნული უსაფრთხოება და ა.შ.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესს. პროგრამა დაფინანსებულია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის მიერ.
Youth for Changes Graduation 2021