2015 / 08 / 06

2015 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში სასწავლო პროგრამის ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის  ფარგლებში პირველი დისკუსია ჩატარდა. 

ღონისძიება მიეძღვნა ეროვნული ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებასა და საკანონმდებლო ცვლილებებს. ღონისძიების მომხსენებელმა, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა პროფესორმა მერაბ კაკულიამ პროგრამის მომხსენებლებისთვის წარმოადგინა პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. 

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესების პროცესს.  ამ მიზნით, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის შემუშავდა ექვსთვიანი სასწავლო პროგრამა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს: პოლიტიკური სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები და მასმედია. 
პროექტს ახორციელებს “საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი” ამერიკული ორგანიზაცია  “ეროვნული მემკვიდრეობა დემოკრატიისთვის” (NED)  ფინანსური მხარდაჭერით.

Discussion within the Policy Trainings For Young Political Party Activists Program, August 6, 2015