სასწავლო პროგრამა ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის

პროექტში მონაწილეობა შეგიძლია:

თუ ხარ ხულოს ან ადიგენის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის VIII-XII კლასის მოსწავლე;
დაინტერესებული ხარ პროგრამის თემატიკით, რომელიც მოიცავს შემდეგ საკითხებს: საქართველო და დასავლური ალიანსები, საქართველო -თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ანტიდასავლური პროპაგანდის გავლენა, რეგიონის ენერგოპოლიტიკა, ადვოკატირება და ლობირება, კიბერწიგნიერება, სოციალური პროექტების მართვა და სტრატეგიული კომუნიკაცია,  მოლაპარაკების უნარები, გუნდური მუშაობა და ლიდერობა და ა.შ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfcBQ_Wg6mTXNUikznOFazk3yagLsYHh_me7hTjVD-G5xctSg/viewform?usp=sf_link გ

ანცხადების მიღების ბოლო ვადა: 6 ოქტომბერი, 2024 წ. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: [email protected], +(995)598-11-66-33