სასწავლო პროგრამის – „საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ – ფარგლებში რონდელის ფონდმა 2022 წლის ახალი, რიგით მე-14 ნაკადი მიიღო. 12 სექტემბერს პროფესორმა ნანი მაჭარაშვილმა დაიწყო პირველი სალექციო კურსი, თემაზე ,,საჯარო პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა”.

6-თვიანი სასწავლო პროგრამის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას პოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად პროგრამის მონაწილეები ფონდის მენტორების უშუალო ხელმძღვანელობით საკუთარიუწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე შეიმუშავებენ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვაც გაიმართება სასწავლო პროგრამის ბოლოს. საუკეთესო ნაშრომები კი ცალკე პუბლიკაციად დაიბეჭდება.

პროგრამას რონდელის ფონდი ახორციელებს 2009 წლიდან შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შიდა) ფინანსური მხარდაჭერით.
„საჯარო მოხელეთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდა“ 2022