საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) აცხადებს კონკურსს 2024 წლის სასწავლო პროგრამაში -„საჯარო მოხელეთა პროფესიულიშესაძლებლობების ზრდა გადაწყვეტილების მიღებასა და მოლაპარაკების წარმართვის ტექნიკაში“ – მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია საჯარო მოხელეების პროფესიული უნარ-ჩვევებისამაღლება პოლიტიკის შემუშავებისა და მოლაპარაკების წარმართვის პროცესში.
6-თვიანი სასწავლო კურსის განმავლობაში მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასპოლიტიკის დაგეგმვასა და ანალიზში, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებსა და მოლაპარაკებების წარმართვის ტექნიკაში. ლექციების მიმდინარეობის პარალელურად პროგრამის მონაწილეები ფონდისმენტორების უშუალო ხელმძღვანელობით საკუთარი უწყებისათვის აქტუალურ საკითხებზე შეიმუშავებენპოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა საჯარო განხილვაც გაიმართება სასწავლო პროგრამის ბოლოს. საუკეთესო ნაშრომები კი დაიბეჭდება ცალკე პუბლიკაციად.
სასწავლო კურსი დაიწყება 2024 წლის სექტემბერში და გაგრძელდება 2025 წლის მარტამდე. ლექციებს დაეთმობა 4 თვე (სექტემბერი-დეკემბერი), დანარჩენი ორი თვე (იანვარი-თებერვალი) კი პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობის დასრულებას. ლექციები გაიმართება ფონდის ოფისში (შიო ჩიტაძის 3ა) კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირის გარდა), 19:00-დან 21:00 საათამდე. სამუშაო ენა არის ქართული.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ძირითადი მოთხოვნებია: უმაღლესი განათლება, საჯაროსტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება, სასურველია საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის ანალიზისმიმართულებით.
შერჩევის პროცესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილიელექტრონულ მისამართზე: [email protected];
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ივნისი, 18:00 სთ.
მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს, ელენე იმნაძეს ტელ.: 032 2 47 35 55;
პროგრამას საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელისფონდი) ახორციელებს 2009 წლიდან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობისსააგენტოს (Sida) ფინანსური მხარდაჭერით.