სასწავლო პროგრამა ჟურნალისტებისათვის ეკონომიკაში, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიებში მიზნად ისახავდა მასმედიის წარმომადგენლებისათვის  ხელშეწყობას, ეფექტურობისა და ცოდნის გაღრმავებას ეკონომიკის, გეოპოლიტიკისა და პოლიტიკური იდეოლოგიების სხვადასხვა საკითხებში.

ორთვიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენელმა  ახალგაზრდა ჟურნალისტებმა გაიუმჯობესეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა და ფინანსები, საგარეო ვაჭრობა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, მასმედია და პოლიტიკური კომუნიკაცია და პოლიტიკური იდეოლოგიები.

ეს სასწავლო პროგრამა იყო მეხუთე პროექტი, რომელიც  განხორციელდა  საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთოებების კვლევის ფონდის და  კომპანია „JTI Caucasus”-სთან თანამშრომლობით.