2024 წლის 10-14 ივლისს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ქალაქ ზუგდიდში ჩატარდა სასწავლოპროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“.  5-დღიანი პროგრამის ფარგლებში,  მონაწილეები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები, საგარეო პოლიტიკა, რეგიონული გამოწვევები, ევროპული ინტეგრაცია.  მათ ასევე ჩაუტარდათ ტრენინგი საჯარო პოლიტიკის ანალიზში. პროექტში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 25 ახალგაზრდა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ თუ სახელმწიფო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას სემინარებისა და ტრენინგების გზით. პროექტის დახმარებით მონაწილეები აძლიერებენ საკუთარ უნარებსადა ცოდნას აქტუალურ საკითხებში. პროგრამა ხორციელდება „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED)  მხარდაჭერით.

"Youth for Changes" - Jul 10-14