28 აპრილს, ჩატარდა “სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა პოლიტიკოსებისათვის” სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია. პროგრამაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წარმომადგენლები.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წელს საქართველოს 9 პოლიტიკური პარტიის 26-მა წარმომადგენელმა გაიარა 9-თვიანი სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: პოლიტიკური სოციოლოგია, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, რუსეთი და რეგიონული გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები და სხვა.
პოლიტიკური პარტიების სკოლას ჩვენი ფონდი საზოგადოებას 2009 წლიდან
სთავაზობს სხვადასხვა დონორის, მათ შორის, ბრიტანეთის საელჩოს, აშშ-ის, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სააერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისისა და ბოლო წლებში NED-ის, მხარდაჭერით.
სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ახალგაზრდების გააქტიურებასა და მათ პროფესიულ ზრდას. პროგრამა დაფინანსებულია ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის (NED) მიერ.