2021 წლის 13-17 მარტს, რონდელის ფონდმა ქალაქ ბათუმში განახორციელა სასწავლო პროგრამა „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. პროგრამის ფარგლებში 5 დღის განმავლობაში ახალგაზრდა აქტივისტები გაეცნენ ისეთ თემებს როგორებიცაა: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა და სხვა.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ თუ სახელმწიფო პოლიტიკაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას სემინარებისა და ტრენინგების გზით. პროექტის დახმარებით მონაწილეები შეძლებენ საკუთარი უნარების განვითარებას პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და მოლაპარაკებების სფეროებში.

პროექტი ემყარება საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დიდი ხნის თანამშრომლობას საქართველოს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიასთან. ამჟამინდელ პროექტში მონაწილე პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისგან შემდგარი ახალგაზრდული ჯგუფი არის რონდელის ფონდის პოლიტიკურ პარტიათა სკოლის მეათე ნაკადი.

პროგრამა ხორციელდება „ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ მხარდაჭერით.
Youth for Changes, March 2021