საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის – რონდელის ფონდის მმართველობის სკოლის სასწავლო კურსი ,,ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა”
კურსის შინაარსი და მიზანი
კურსი მიმოიხილავს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ძირითად პროცესებს. კურსის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თურქეთის, ირანის, ისრაელის, სირიის, ერაყის, საუდის არაბეთისა და ეგვიპტის შიდა და საგარეო პოლიტიკას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და ეთნოკონფესიურ პროცესებს. განხილული იქნება რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები და მათი გამომწვევი მიზეზები.
კურსი ასევე მოიცავს მოდულს, რომელიც მიმოიხილავს ისლამის ძირითად პრინციპებს, შარიათს, ისლამურ კულტურასა და ძირითად მიმდინარეობებს. ასევე, განხილული იქნება რეგიონში ტერორიზმისა და რადიკალიზაციის გამომწვევი მიზეზები და ძირითადი ტერორისტული ორგანიზაციები.
კურსის მიზანია, მსმენელს სიღრმისეულად გააცნოს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, მიაწოდოს ინფორმაცია მათი საგარეო-პოლიტიკური ინტერესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ; გააცნოს მათ ამ ქვეყნების დამოკიდებულება და ურთიერთობები საქართველოსთან; შესაბამისად, შეუქმნას უფრო ნათელი წარმოდგენა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკურ გარემოზე.
კურსის ფორმატი
სასწავლო კურსი მოიცავს 10 ლექციას.
ლექციები ტარდება კვირაში ორჯერ.
მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამდასტურებელი სერტიფიკატები.
კურსის საფასური
280 ლარი
კურსზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: [email protected]
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2024 წლის 6 თებერვალი