გასულ კვირას წარმატებით დასრულდა რონდელის ფონდისა და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით მოკლევადიანი სასწავლო კურსის “ეროვნული უმცირესობები – დისკურსის ხელშეწყობა” მეორე ნაკადის ტრენინგები.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და ლობირების, ქალთა მონაწილეობის, კვლევის მეთოდებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის შესახებ. ახალგაზრდები ასევე შეხვდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ომბუდსმენის ოფისის, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეუთოს წარმომადგენლებს.