მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები სასწავლო ვიზიტით ტალინში, ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები შეხვდნენ დიპლომატიის სკოლის დირექტორს ეკე ნომს; ეწვივნენ პარლამენტს, სადაც შეხვედრა გაიმართა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონთან.
პროგრამის მონაწილეები დაესწრნენ კეიტ კასემეცისა და რენე ვარკის ლექციებს, სადაც განიხილეს ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები რუსეთ-უკრაინის ომის გათვალისწინებით და ისაუბრეს საერთაშორისო დანაშაულთან გამკლავების გზებზე.
შეხვედრა გაიმართა ესტონეთში ევროკომისიის წარმომადგენლობის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელთან – იანე ოისპუსთან და ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ესტონეთში – გაბრიელა კოვანთან. მონაწილეებმა ასევე მოინახულეს ესტონეთის ციფრული ბრიფინგ-ცენტრი და გაეცნენ ესტონეთის გზას ციფრული განვითარებისკენ.
სასწავლო ვიზიტი ერთი კვირა გაგრძელდება და მოიცავს როგორც ლექციებს, ასევესახელმწიფო მოხელეებთან შეხვედრებს.