2020 / 07 / 14

10 ივლისს, რონდელის ფონდმა ვანისა და ბაღდათის ეპარქიაში, სასულირო პირებთან შეხვედრა ჩაატარა. 

თენგიზ ფხალაძემ და ზურა ბატიაშვილმა ისაუბრეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებსა და თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა, სადაც განიხილება საქართველოს პოლიტიკური განვითარება და ამ გზით ხელი შეეწყობა სამოქალაქო საზოგადოებასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

პროექტი ხორციელდება “National Endowment for Democracy (NED)“-ის მხარდაჭერით.