2007 / 01 / 22

2007 წლის 22 იანვარს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდს ეწვია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, პეტერ სემნები. მან ისაუბრა ევროკავშირისა და საქართველოს შესახებ და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მოგვარების თემაზე. ელჩი სემნები სტუმრობდა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს და ისაუბრა ამ რეგიონებში აზრთა სხვადასხვაობაზე, მათ შორის ევროინტეგრაციის სურვილზეც.  შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელზეც განიხილეს ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების პროცესში, რა გავლენას ახდენს ევროპულ-რუსული ურთიერთობები საქართველოზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივები.

Visit of the EU Special Representative for the South Caucasus, January 22, 2007