პროექტი მიზნად ისახავდა სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შორის კომპიუტერული ცოდნისა და შესაძლებლობების ხელშეწყობა-განვითარებას. პროექტი ასევე მოიცავდა აზერბაიჯანელ და სომეხ ეთნიკურ უმიცრესობებს შორის ურთიერთობის წახალისებას, ინფორმაციის გაცვლისა და რეგიონებისთვის დამახასიათებელი პრობლემების გაზიარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში კომპიუტერულ ტექნოლოგიებში ინტენსიური ტრენინგი გაიარა ეთნიკური უმცირესობების 40-მა წარმომადგენელმა (20-20 ყოველი რეგიონიდან). ჩატარდა სასწავლო ტური თბილისში, რომლის დროსაც აზერბაიჯანელ და სომეხ ეთნიკურ უმცირესობებს საშუალება მიეცათ ერთმანეთს მრგვალ მაგიდასთან შეხვედროდნენ. პროექტის მონაწილეები ტურის დროს ასევე გაეცნენ თბილისში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო მოხელეებს და მათთან ერთად იმსჯელეს მათი რეგიონისთვის აქტუალურ საკითხებზე. თბილისის ტური მოიცავდა კულტურულ პროგრამასაც. პროექტი დაფინანსებული იყო სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის მიერ.