2018 წლის 31 ოქტომბერს რონდელის ფონდისა და ბირმინგემის უნვიერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით და ოსლოს მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის კვიპროსის ცენტრის მხარდაჭერით სამუშაო დახურული შეხვედრა „Dealing with Conflict: Lessons from and for Georgia” გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა 2008 წლის ომის 10 წლისთავდან დაკავშირებით საქართველოში ომის შემდგომი გამოწვევებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ დისკუსიის წარმართვას, ასევე – არსებული პრობლემების გადასაჭრელად სხვა მსგავსი კონფლიქტებიდან მიღებული გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა. აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა – ჯასტინ მაკენზი სმიტმა.
Workshop -Dealing with Conflict: Lessons from and for Georgia”, Oct 31, 2018