2008 / 03 / 05

2008 წლის 5 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის კვლევის პროგრამასთან თანამშრომლობით, გაიმართა საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერებისადმი მიძღვნილი სამუშაო სესია.

სესიას უძღვებოდნენ სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი, დოქტორი რონდელი და ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის კვლევითი დირექტორი, დოქტორი კორნელი. სესიას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. მსჯელობის შედეგად მივიდნენ დასკვნაზე, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაუმჯობესება ცენტრალურ ხელისუფლებასა და ეთნიკურ უმცირესობებს შორის. ასევე განიხილეს ტერიტორიისა და ეროვნული იდენტობის ცნებები და მედიის როლი ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციაში.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტის აბრეშუმის გზის პროგრამასთან თანამშრომლობს 2005 წლიდან. ინსტიტუტის ოფისები განლაგებულია ვაშინგტონსა და სტოქჰოლმში. ის ცნობილია როგორც წამყვანი კვლევითი დაწესებულება და ემსახურება ანალიტიკოსების, მკვლევარების, ბიზნეს ლიდერებისა და სტუდენტების უფრო ფართო და მრავალფეროვან საზოგადოებას. თბილისის სამუშაო სესიას ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და პროექტების თანაკოორდინატორი, ნიკლას ნილსონი.

Roundtable Working Session on National Integration in Georgia, March 5, 2008