2016 წლის 7 ნოემბერს სასტურმო „რედისონ ბლუ ივერიაში“, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პაოლო ჯენტილონის საჯარო გამოსვლა თემაზე – „იტალია-საქართველოს ურთიერთობების და ევროპის მომავალი”.
ღონისძიების მიზანი იყო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა.
შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი. მინისტრებმა ისაუბრეს იტალისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ასევე ხაზი გაუსვეს პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული სფეროებში ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას.
იტალიის რესპუბლიკის საქარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონმა ისაუბრა საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე, ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თემებს.
მან ასევე უპასუხა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს. კითხვა-პასუხის სესიას ხელმძღვანელოდა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი – ეკატერინე მეტრეველი.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით.