2008 წლის 15-19 ოქტომბერს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ჩატარდა სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა დამაკავშირებელი პროგრამის სემინარი. პროგრამა მოქმედებს უკრაინაში, მოლოდოვასა და სამხრეთ კავკასიაში, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და სხვადასხვა აქტივობას დაესწრო აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის არასამთავრობო ორგანიზაციების 28 წარმომადგენლელი. სემინარის აქტივობები ეძღვნებოდა: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა საორგანიზაციო, საკომუნიკაციო უნარებისა და პროფესიული შესაძლებლობების ზრდას; სამოქალაქო საზოგადოების ლიდერთა განათლებასა და ინფორმირებას ევროპის დემოკრატიული პროცესების, სტანდარტებისა და ღირებულებების შესახებ; სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას, დანერგონ ევროსაბჭოს სტანდარტები და გამოიყენონ ისინი ხელისუფლებასთან უერთიერთობისას; შავი ზღვის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების კოლეგებთან დაკავშირებას; დიალოგის ხელშესწყობასა და ნდობის აღდგენას სამხრეთ კავკასიისა და დნესტრისპირეთის კონფლიქტურ ზონებში მცხოვრებ საზოგადოებებს შორის. სემინარის ნაწილი დაეთმო რუსეთ-საქართველოს, 2008 წლის აგვისტოს, შეიარაღებულ კონფლიქტს.