2016 წლის 5 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრის (SAM), აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტან არსებული სტრატეგიული კვლევითი ცენტრისა (SAM) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა კონფერენცია სახელწოდებით, „სამმხრივი კონფერენცია, ევრაზიაში არსებული ენერგოუსაფრთხოების, ტრანპორტისა და სატრანზიტო დერეფნების შესახებ“.

კონფერენციის მსვლელობისას, განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ახალი დინამიკები ენერგეტიკისა და ენერგოუსაფრთხოების სფეროში და სატრანსპორტო კავშირებისა და შესაძლებლობების განვითარება აბრეშუმის გზის ინიციატივის – „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფარგლებში.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის  პრეზიდენტმა ეკატერინე მეტრეველმა, ევროპული კვლევითი ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა და ფოდნის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა შოთა უტიაშვილმა. 

Trilateral Conference on Energy Security, Transport and Transit Corridors in Eurasia, April 5, 2016