2009 წლის 13 მარტს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობით გაიმართა სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენცია „არასრულწლოვანთა კონფლიქტი კანონთან“. კონფერენციის სამეცნიერო ხელმღვანელი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, მაია ივანიძე. კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენებები არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევ მიზეზებზე, მათ პრევენციასა და არასრულწლოვანი კრიმინალების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე. კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, მოქმედი მოსამართლეები, ადვოკატები, ფსიქოლოგები, სისხლის სამართლის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები.