23 აპრილს, 19:00 საათზე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) გიწვევთ სამეცნიერო სემინარზე – „ინსტიტუტები და ციფრული ტრანსფორმაცია – საქართველოს ეკონომიკა გლობალური ცვლილებების ფონზე“.
ინსტიტუციური განვითარების პროცესი საქართველოს ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი რადიკალურად ცვლის ინსტიტუტების როლს მსოფლიო ეკონომიკაში. საინტერესოა, თუ რა ფუნდამენტურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ მსოფლიოსა და საქართველოში ამ კუთხით?
მოდერატორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი.
მომხსენებელი: ცოტნე ჟღენტი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
სამუშაო ენა – ქართული.
ვებინარზე რეგისტრაცია: https://us02web.zoom.us/webinar/register/WN_aRVAnR7oQwKKGb_-wgNs1g