საქართველოს საჯარო სამსახურის მომავალ ლიდერთა სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაიწყო სალექციო მოდული “გლობალური წესრიგის გამოწვევევები”, რომელსაც უძღვება ესტონეთის ყოფილი ელჩი დანიასა და პოლონეთში, ჟურნალისტი და ესტონეთის დიპლომატიის სკოლის მოწვეული ლექტორი, ტაავი ტოომი. მოდული მოიცავს საგარეო პოლიტიკის ანალიზის თეორიას და განვითარებას, საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების განხილვასა და კაზუსებს, და სკანდინავიურ-ბალტიისპირეთის თანამშრომლობის მიმოხლვას;
პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლის მხარდაჭერით (ESD) ახორციელებს.