2021 წლის 14 თებერვლიდან 26 თებერვლის ჩათვლით კიბერუსაფრთხოების და კიბერდანაშაულის გამოძიების სპეციალიზირებული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა მოდული (12 სალექციო კურსი) სახელწოდებით “ციფრული ექსპერტიზის სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურები”.

კურსის ფარგლებში ინსტრუქტორმა განიხილა და წარმოადგინა ტექნიკური და სამართლებრივი პროცედურული ეტაპები, რომლებიც გამოიყენება ციფრული ექსპერტიზის ჩატარებისას. მოდულის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ პრაქტიკულ სესიებში.

ლექციების მსვლელობისას ინსტრუქტორი ეყრდნობოდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და პროცედურულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, რომლებიც გამოიყენება საერთაშორისო სააგენტოების მიერ.

სალექციო კურსს უძღვებოდა სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და ევროპის საბჭოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის კომიტეტის Cloud მტკიცებულებათა სამუშაო ჯგუფში მოწვეული წარმომადგენელი საქართველოს მხრიდან – დავით გაბეხაძე.