2021 წლის 8 ივნისს, “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამის ფარგლებში დაიწყო მორიგი სალექციო კურსი – “შესავალი სტრატეგიაში.” ლექციებს უძღვება როს ჰარისონი, ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მონაწილეები გაივლიან ისეთ საკითხებს როგორიცაა: სტრატეგიის კონცეფციები, მიზნები და შესაძლებლობები, სწორი სტრატეგიის შერჩევა, დაგეგმვა და განხორციელება და სხვ.
„ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ სასწავლო პროგრამას რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.