2021 წლის 29 მარტიდან 2 აპრილამდე, “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა მოკლე სალექციო კურსი – “საქართველოს მეზობლები სამხრეთით, აზერბაიჯანი და სომხეთი”. ლექციებს უძღვებოდა ბატონი ივლიანე ხაინდრავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი.

ბატონი ივლიანე 2014 – 2018 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. იგი ასევე 2008–12 წლებში ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაციის „რესპუბლიკური ინსტიტუტის“, სამხრეთკავკასიური კვლევების პროგრამებს. 2004–08 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი; ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი; სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.