2021 წლის 6 აპრილიდან 16-მდე, “ეროვნული უსაფრთხოებისა და საჯარო პოლიტიკის” პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სალექციო კურსი – “პოლიტიკური რისკების ანალიზი”.

ლექციებს უძღვება ბატონი ბაკურ კვაშილავა, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და შედარებით პოლიტიკის პროფესორი.

კურსი ტარდება „სასწავლო პროგრამა ეროვნულ უსაფრთხოებასა და საჯარო პოლიტიკის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს რონდელის ფონდი ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსების მომზადება ძალოვან სტრუქტურებში, დიპლომატიურ სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ ბიზნესის სფეროში კარიერის გასაგრძელებლად.