საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ლატვიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა სამდღიანი ღონისძიება, რომელიც გამიზნული იყო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგში საზოგადოების ცოდნის ასამაღლებლად. მონაწილეებმა, სულ 23-მა ადამიანმა, გაიარეს 2-დღიანი ტრენინგი. ღონისძიების მესამე დღეს ჩატარდა ერთობლივი სემინარი, რომელსაც ესწრებოდა 29 კაცი.