2019 წლის 22-28 ივლისს რონდელის ფონდის ორგანიზებით, პროექტის – „ადგილობრივი მოსახლეობის მმართველობაში მონაწილეობა-ჩართულობის ხელშეწყობა“ – ფარგლებში, ასპინძაში, რაგბის ბაზის ტერიტორიაზე, გაიმართა ერთკვირიანი საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი „ჩემი სამყარო“. ბანაკში მონაწილეობა მიიღო  30-მდე მოსწავლემ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზოტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ფერია და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან).

ერთი კვირის განმავლობაში ბანაკის მონაწილეებმა მოისმინეს ლექციები და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, ლიტერატურა და მისი როლი პიროვნების განვითარებაში, ჩრდილოეთი კავკასია, კინოს ისტორია; მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებაში, მოინახულეს კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობები.

საზაფხულო სკოლა გაიმართა გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდისა და თბილისში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.

 

camp 1 20190723_102551 20190722_205918 unnamed (3) Screenshot (49) JEJE Screenshot (44) 20190722_205925 IMG_1938 IMG_1907 Screenshot (55) IMG_1878 camp july 7 67167786_1309456935881320_7433464207456075776_n camp 22-28 July camp 4 camp 3 camp 2 camp july 2019 67274910_10219105808171938_3741578377866248192_n 20190723_110207 20190723_102531 20190722_205945