2024 წლის 19-28 ივლისს, ასპინძაში, რაგბის ბაზაზე, გაიმართა რონდელის ფონდის საზაფხულო სკოლა, რომელშიც მაღალმთიანი აჭარის, ადიგენის მუნიციპალიტეტის, მოხისა და ზარზმის 47 მოსწავლე იყო ჩართული.

საზაფხულო ბანაკის მიზანია, ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაზრდა, რაც ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების ინტეგრაციას და ცნობიერების ამაღლებას ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველოს ევროპული გზა, საქართველო ევროპულ რუკებზე, დიდი აღმოჩენების მნიშვნელობა, დეზინფორმაცია, არქეოლოგია, მარკები და აშ; ბანაკის პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებისგან, შემეცნებითი და სპორტული აქტივობებისგან.

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობდა პროექტის „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.