2017 წლის 6 დეკემბერს რონდელის ფონდმა და საქართველოს ატლანტიკურმა საბჭომ ერთობლივად გამართეს მარშალის გეგმის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა – „მარშალის გეგმა 70 წლის შემდეგ: ხედვა კვლავ აქტუალურია“.

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევების მიმოხილვა, იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა  შიდაპოლიტიკური რეფორმები, ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, რუსეთის ჰიბრიდული ომის საფრთხეები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად  მარშალის გეგმის გამოყენება.

ღონისძიების მომხსენებელთა შორის იყვნენ „დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის პენ ბაიდენის ცენტრის“ დირექტორი მაიკლ კარპენტერი, „რადიო თავისუფლების“ ანალიტიკოსი ბრაიან ვიტმორი და „კონრად ადენაუერის ფონდის“ რეგიონული პროგრამის „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ მკვლევარი ბენჯამინ ფრიკე. საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ილაპარაკა ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით სიხარულიძემ. 

იხილეთ დისკუსიის ამსახველი ვიდეო.