2017 წლის 16 მაისს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მოხსენებითი სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო კონფერენციაზე – “საქართველო დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის პირისპირ: პერსპექტივები და გამოწვევები”.

კონფერენციის სტუმრებმა სამეცნიერო, სამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს საქართველოში დემოკრატიზაციის იმ გამოწვევებზე, რომლებიც დემოკრატიული განვითარებისა და ევროპეიზაციის გზაზე გვხვდება.

საერთაშორისო კონფერენცია 3 პანელისგან შედგებოდა:
• პარტიული პოლიტიკა და დემოკრატიზაცია – პანელი დაეთმო მსჯელობას ისეთ საკითხებზე, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური პარტიების გაძლიერებასა და განვითარებას უკავშირდება.
• პარლამენტარიზმი – მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ რა გზებითაა შესაძლებელი საქართველოს პარლამენტის გაძლიერება და მისი ეფექტურობის გაზრდა.
• ევროპეიზაცია & დემოკრატია – მომხსენებლებმა საკუთარ ხედვები წარმოადგენეს, თუ როგორ უნდა განავითაროს საქართველომ ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობების წარმართვის უფრო თანმიმდევრული სტრატეგია.
International Conference "Azerbaijan-Georgia-Turkey Trilateral Relations:Vision for the Future", June 5, 2017