2016 წლის 3 მაისს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურითიერთობების კვლევის ფონდმა უმასპინძლა მრგვალი მაგიდის დისკუსიას თემაზე – „საქართველო: როგორ გაძლიერდეს ევროკავშირის ერთობლივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში მონაწილეობა (CSDP)?“
პროექტი განხორციელდა კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობენ „კანტორ მენეჯმენტის“ კონსულტანტები და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.
სამუშაო შეხვედრა გახსნა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა. დისკუსიის მომხსენებელთა შორის იყვნენ ევროკავშირის ერთობლივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კვლევის ჯგუფის წარმომადგენლები ჯორჯ ნიკულესკუ და გრაზვიდას იასუტის და წამყვანი ექსპერტი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხში ჰანს-იურგენ ზახორკა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში, ასევე ევროკავშირის სოლიდარობისა და საერთო მხარდაჭერის საკითხები საქართველოსთან მიმართებაში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ანალიტიკოსებმა, ექსპერტებმა, არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ასევე საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის დელეგაციის ოფიციალურმა პირებმა.