2024 წლის 22-24 მაისს რონდელის ფონდში პროექტის „მონაწილეობითი პოლიტიკის ხელშეწყობა“ ფარგლებში 3 დღიანი სასწავლო პროგრამა ჩატარდა.
მოკლევადიანი სასწავლო კურსის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონისა და თემის წარმომადგენელ ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები და თემატური სემინარები პოლიტიკის ანალიზის, დეცენტრალიზაციის, ევროპული ინტეგრაციის, განათლების პოლიტიკის, რეგიონული გამოწვევების, კვლევის მეთოდებისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ.
კურსის ფარგლებში მონაწილეები ასევე შეხვდნენ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის აპარატის ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თავმჯდომარესა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო თანასწორობის განყოფილების უფროსს.
აღნიშნული კურსი რონდელის ფონდმა ეროვნული უმცირესობის საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან პარტნიორობით (OSCE HCNM) ჩაატარა.