ავტორი: ალექსი პეტრიაშვილი, გიორგი ბილანიშვილი, ზურაბ ბატიაშვილი, ალექსანდრე კვახაძე

უსაფრთხოების მიმოხილვის წინამდებარე გამოშვება, ცხადია, რუსეთ-უკრაინის ომს ეთმობა. როგორც არ უნდა დამთავრდეს ომი, იგი ფუნდამენტურად შეცვლის ცივი ომის შემდგომ არსებულ მსოფლიო წესრიგს და უდიდეს გავლენას მოახდენს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზეც.

როგორი იყო საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის მიერ ომის დაწყებაზე, რა გააკეთა დასავლეთმა და რას უნდა ველოდოთ მისგან მომავალში – ამის შესახებ ალექსი პეტრიაშვილი მოგვითხრობს. რამდენად მზადაა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა გაუძლოს მსგავსი ტიპის გამოწვევებს – წაიკითხავთ გიორგი ბილანიშვილის წერილში. როგორია თურქეთის როლი მიმდინარე ომში – ამაზე, ტრადიციულად, ზურაბ ბატიაშვილი წერს. რა გამოხმაურება მოჰყვა ომს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებისა და ჩრდილოეთ კავკასიაში და რატომ ისმის ტერმინი „საზარბაზნე ხორცი“ აქ ყველაზე ხშირად – ამის თაობაზე ალექსანდრე კვახაძე მოგვიყვება.