ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 11-17 იანვრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ერთი და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ომი სირიაში – რუსებმა დამატებით 300 სამხედრო გაგზავნეს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში არსებული, რუსებისა და ასადის რეჟიმის ერთობლივი, სამხედრო პოსტების გასაძლიერებლად.
სტრუქტურული ცვლილებები რუსეთმა ახალი მიწის არქიპელაგზე არსებულ ამდერმა-2-ის (როგაჩევო) საჰაერო ბაზაზე MiG-31BM ტიპის გზაგადამჭრელები განალაგა. თვითმფრინავები ეკუთვნის 45-ე საჰაერო და საჰარო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა – საფონოვო, მურმანსკის ოლქი) 98-ე ცალკეულ შერეულ საავიაციო პოლკს (მონჩეგორსკის საჰაერო ბაზა, მურმანსკის ოლქი).
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წლის დეკემბერში მან T-80BVM ტიპის ტანკების ახალი პარტია მიიღო. რუსეთის არმიის მიერ ტესტირების პროცესში, S-70 Okhotnik ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით (უსა) სახმელეთო სამიზნეების წინააღმდეგ უმართავი ბომბებით დარტყმები განხორციელდა. ღია ცის შეთანხმების რუსეთის მიერ დატოვების შემდეგ, მისი ორივე Tu-214ON ტიპის თვითმფრინავი სადაზვერვო საფრენ აპარატად გადაკეთდება. Tu-214ON, The Aviationist–დან
შეიარაღების ექსპორტი ბელარუსი გეგმავს, საკუთარი საჰაერო თავდაცვის ძალები რუსული S-400 და Pantsir-S ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვოს. ბელარუსმა ასევე მიაღწია შეთანხმებას რუსეთთან, Su-30SM ტიპის გამანადგურებლებისა და Mi-35 ტიპის მოიერიშე შვეულმფრენების შეძენაზე. გავრცელებული ცნობით, ინდოეთი რუსეთისგან გეგმავს MiG-29 და Su-30MKI ტიპის გამანადგურებლების დამატებითი პარტიების შეძენას. |