19 მარტს რონდელის ფონდში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე „დივერსიფიკაციის როლი მიწოდების ჯაჭვების მედეგობაში“. შეხვედრაზე საინტერესო პრეზენტაცია წარმოადგინა ვასედას უნივერსიტეტის (იაპონია) პროფესორმა იასუიუკი ტოდომ. დისკუსიაში მონაწილეობდნენ რონდელის ფონდის ექსპერტები, საქართველოს სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები, საერთაშორისო და ქართველი სტუდენტები. სხვადასხვა კუთხით დანახულმა პერსპექტივამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საკითხის არსის გაგების პროცესი. იაპონელი პროფესორის საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ.