2024 წლის 2 ივლისს რონდელის ფონდში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდა წევრების მეორე
ნაკადისათვის სალექციო კურსი დაიწყო.

ახალგაზრდა პოლიტიკოსები გაეცნენ პოლიტიკური იდეოლოგიების თავისებურებებს, მიმოიხილეს მასმედიის როლი პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში და ბოლოს იმსჯელეს ქალთა პოლიტიკური ჩართულობის საკითხზე.

პოლიტიკური პარტიების სკოლაში მონაწილეობას იღებს 14 პოლიტიკური პარტიის 31 ახალგაზრდა წარმომადგენელი. 3-თვიანი კურსის განმავლობაში ჯგუფს ჩაუტარდება სალექციო კურსები სხვადასხვა საკითხზე, გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკის ანალიზი, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა და სხვა.

პოლიტიკური პარტიების სკოლის მიზანია მონაწილეთა შესაძლებლობების გაძლიერება, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ საკუთარი პარტიების პოლიტიკის შემუშავების პროცესში. რონდელის ფონდი ხელს უწყობს ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ქსელის შექმნას, რაც დაეხმარება მოსახლეობის საჭიროებებს მორგებული ეფექტური პოლიტიკის განხორციელებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 

"Political Party School" - Jul 2, 2024