6-8 ივნისს, რონდელის ფონდში „მომავალ ლიდერ საჯარო მოხელეთა“ სასწავლო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა დიპლომატიური პროტოკოლისა და ეტიკეტის სალექციო კურსი. ლექციებს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის ყოფილი უფროსი და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ზურა დარჩიაშვილი უძღვებოდა.
პროგრამას რონდელის ფონდი ესტონეთის დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს.