2018 წლის 13 მარტს რონდელის ფონდში დაიწყო მოკლე სასწავლო კურსი თურქეთის პოლიტიკის შესახებ, რომელსაც უძღვება აღმოსავლეთმცოდნე, ისტ. მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი. კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თურქეთსა და მის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, გაანალიზდება თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მოვლენები.
კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
- თურქეთის მოკლე ისტორია, ათათურქი და მისი რეფორმები;
- სახელმწიფო წყობა და პოლიტიკური პარტიები;
- შიდაპოლიტიკური სიტუაცია;
- უმცირესობები;
- საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები
მონაწილეებს გადაეცემათ კურსის დასრულების დამდასტურებელი სერტიფიკატები.